ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაგება
როდესაც ადამიანს დაუდგენენ სერიოზულ და მთელი ცხოვრების შემცვლელ სამედიცინო დიაგნოზს, აუცილებლად იქნება განცდილი ემოციების ფართო სპექტრი – შოკიდან და მწუხარებიდან დაწყებული სიბრაზით და იმედგაცრუებით დამთავრებული. თითოეული ადამიანის გამოცდილება და ემოცია განსხვავებულია. მთავარია, გააცნობიეროთ თქვენი გრძნობები და იპოვოთ მხარდაჭერა, რომელიც გჭირდებათ ემოციების გადასალახად და თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ იმ სამედიცინო დიაგნოზის მართვის ემოციურ მხარეს, როგორიცაა სპინალური კუნთოვანი ატროფია.


რა არის ემოციური ჯანმრთელობა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან შედარებით?
ადამიანები ამ ტერმინებს განსხვავებულად განსაზღვრავენ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვგულისხმობთ შემდეგს:
- ფსიქიკური ჯანმრთელობა ეხება იმას, თუ როგორ ვამუშავებთ ინფორმაციას და განვიცდით მას. ეს არის ჩვენი ემოციური, ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობის შედეგი. ზოგი მას ,,გონების მდგომარეობად” მოიხსენიებს.
- ემოციური ჯანმრთელობა არის ის, თუ როგორ ვმართავთ და გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს. ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან შედარებით, ზოგიერთმა შეიძლება ის ,,გულით აზროვნებად” მოიხსენიოს.
ეს ორი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა გავლენას ახდენს თქვენს ემოციურ კეთილდღეობაზე და პირიქით. და ბოლოს, ჩვენი ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობ შეიძლება შეიცვალოს დღიდან დღემდე ან საათიდან საათამდე, იმის მიხედვით, თუ რას განვიცდით.…სრულად ნახვა
ქრონიკული დაავადება და მისი გავლენა ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე
დაავადების სიმპტომების მუდმივმა გამოვლენამ, რომლებიც არ ქრება, შეიძლება გამოიწვიოს სიბრაზე, დეპრესია, იმედგაცრუება და ა.შ. იშვიათი არაა, როდესაც ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან ქრონიკულ სამედიცინო პრობლემებს, ასევე სჭირდებათ გაუმკლავდნენ შფოთვას და/ან დეპრესიას. კარგი ამბავი ისაა, რომ ორივე განკურნებადი და მართვადია პროფესიონალური დახმარებისა და მხარდაჭერი მოძიების საშუალებით. ამ გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი გზაა მხარდაჭედრის ჯგუფების მოძიება, ონლაინ ან პირადად. სხვა ადამიანებს, რომლებსაც გამოვლენილი აქვთ მსგავსი სიმპტომები, როგორც თქვენ, შეუძლიათ დახმარება მოსმენითა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით. ასევე შეიძლება ძალიან ასარგებლო იყოს ვინმესთან შეხვედრა, ვინც არ არის თქვენი ოჯახის წევრი და შეუძლია მოგაწოდოთ მიუკერძოებელი, ობიექტური ხედვა. მრჩეველს (ხშირად მოიხსენიებენ, როგორც თერაპევტს) ასევე შეუძლია მოგაწოდოთ სასარგებლო სტრატეგიები და აქტივობები, რომ გამოიყენოთ, როდესაც თავს დათრგუნულად გრძნობთ სახლში ან საზოგადოებაში. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. ისინი არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერა. …სრულად ნახვა

მოლოდინის მწუხარება
ზოგიერთი ადამიანი, როგორც სკა-ს მქონე, ასევე ის, ვინც ზრუნავს სკა-ს მქონე ადამიანზე, განიცდის იმას, რასაც მოიხსენიებენ, როგორც ,,მოლოდინის მწუხარებას” დიანოზის ამბის მიღების შემდეგ. მოლოდინის მწუხარება არის, როდესაც ადამიანი გლოვობს დანაკარგს, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ელის, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ეს შეიძლება იყოს ისეთი უნარის დაკარგვა, როგორიცაა სიარული, დამოუკიდებლობა, რომ თავად მიიღოს საკვები, ან წუხილი ნაადრევ სიკვდილზე. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი მოიცავს სიტყვას „მწუხარება”, ამ გამოცდილების შედეგი არის შფოთვის და/ ან დეპრესიის ზრდა.
უცნობი მომავლის შესახებ შფოთვის განცდამ შეიძლება ძალიან იზოლირებულად აგრძნობინოს თავი ადამიანს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თქვენ არ ხართ მარტო და არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც თქვენს მდგომარეობაში არიან. ჩვენი მიზანია გაგიწიოთ მხარდაჭერა და დაგაკავშიროთ საზოგადოების სხვა წევრებთან, ვისთანაც შეიძლება კავშირი გქონდეთ.
შფოთვა
შფოთვა ცხოვრების ნორმალური ნაწილია. ყველა ადამიანს გამოვლენილი აქვს შფოთვის სხვადასხვა დონე და ხშირად ინდივიდებს შეუძლიათ ამ გრძნობების მართვა ზედმეტი სირთულის გარეშე. თუმცა, ზოგჯერ შფოთვის გრძნობა შეიძლება დამთრგუნველი გახდეს და შეაფერხოს თქვენი ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნქციონირების უნარი. შფოთვა შეიძლება გამოვლინდეს ზოგადი შფოთვის ან სპეციფიკური ფობიების სახით, რაც იწვევს შფოთვას. მას შეუძლია იმოქმედოს როგორც ბავშვებზე, ასევე ზრდასრულებზე. თუ შეამჩნევთ, რომ შფოთვა ან პანიკა არ იძლევა ყოველდღიურ საქმიანობის საშუალებას ან ხელს უშლის მას სახლში, სამსახურში ან სკოლაში, რეკომენდებულია დახმარების აღმოჩენა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალის მიერ.
შფოთვის სიმპტომები მოიცავს შემდეგს:
- ნერვიულობის ან დაძაბულობის გრძნობა
- გრძნობა, რომ რაღაც „ცუდი” უნდა მოხდეს და რომ საფრთხეში ხართ
- ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა სწრაფი გულისცემა, ოფლიანობა, ზედაპირული ან სწრაფი სუნთქვა, დაღლილობის შეგრძნება ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
- კონცენტრაციის სირთულე.
- დაძინების ან ძილის პრობლემა
- აქტივობების თავიდან აცილება, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს პანიკასთან ან შეშფოთებასთან (მაგ., სახლიდან არასდროს გასვლა ან სოციალური ინტერაქციის თავიდან აცილება რაიმეს შიშით, რაც შეიძლება მოხდეს).
კონსულტანტი პროფესიონალი დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი შფოთვის გამომწვევი ფაქტორები და შეიმუშაოთ გზები ამ დამთრგუნველველ გრძნობებთან გამკლავებისთვის, ისე რომ შეგეძლოთ მართოთ შფოთვა თქვენი და თქვენი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებისთვის ხელის შეშლის გარეშე. …სრულად ნახვა
„მიწაზე დაშვება”: მარტივი ვარჯიში შფოთვის წინააღმდეგ საბრძოლველად
„მიწაზე დაშვება” ნიშნავს თქვენი ხუთი გრძნობის გამოყენებას, რომ ფოკუსირებული დარჩეთ აწმყოზე, როდესაც თქვენი ფიქრები შფოთვის სივრცეში გაიჭრება. ეს არის მარტივი სავარჯიშო, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერ ადგილას ან დროს, რათა დაგეხმაროთ შეამციროთ თქვენი შფოთვის ხარისხი. დაბრძანდით კომფორტულად და დახუჭეთ თვალები. ჩაისუნთქეთ ღრმად და ნელა, შეიკავეთ სუნთქვა სამამდე დათვლამდე, შემდეგ კი ნელა ამოისუნთქეთ. გაახილეთ თვალები და გააკეთეთ შემდეგი:
- დაასახელეთ 5 ნივთი, რომელთა დანახვა
- დაასახელეთ 4 ნივთი, რომელთა შეგრძნება შეგიძლიათ.
- დაასახელეთ 3 ნივთი, რომელთა გაგონება შეგიძლიათ.
- დაასახელეთ 2 ნივთი, რომელთა ყნოსვა შეგიძლიათ.
- დაასახელეთ 1 ნივთი, რომლის დაგემოვნება შეგიძლიათ.
დაასრულეთ ღრმა, გამწმენდი სუნთქვით, ისეთით, რომლითაც ვარჯიში დაიწყეთ.

დეპრესია
დეპრესია შეიძლება იყოს სერიოზული ან მსუბუქი მდგომარეობა, რომელიც იწვევს მუდმივ სევდიანობას ან ინტერესის ან სიამოვნების ნაკლებობას ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიმართ
სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, მოიცავს:
- მუდმივად სევდის ან უიმედობის განცდა.
- ენერგიის დაბალი დონე, ცუდი ძილი ან ძილის გაზრდილი სურვილი.
- ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
- გაღიზიანებადობა და მოთმინების ნაკლებობა.
- ინტერესის ნაკლებობა აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე სასიამოვნო იყო.
- საკუთარ თავზე ზრუნვის მოტივაციის ნაკლებობა, როგორიცაა პირადი ჰიგიენის დაცვა.
- ზოგადად გათიშულობის გრძნობა გარშემო მყოფებისგან და კავშირების დამყარებისადმი ინტერესის ნაკლებობა.
- კონცენტრაციის შეუძლებლობა.
- ტირილი ან განწყობის რეგულირების მოშლა.
- ფიქრები სუიციდის ან საკუთარი თავის დაზიანების შესახებ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არცერთი ეს სიმპტომი, ან თუნდაც ამ სიმპტომების ნაკრები არ მიუთითებს დეპრესიის დიაგნოზზე. ბევრ ადამიანს აქვს აქვს გამოვლენილი ეს სიმპტომები ამა თუ იმ დროს. მთავარია, თვალყური ადევნოთ იმ სიმპტომებს, რომლებიც მუდმივია, გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ხელს უშლის ადამიანის უნარს იმოქმედოს ისე, როგორც ჩვეულებრივ მოქმედებდა სახლში, სამსახურში, სკოლაში ან საზოგადოებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმპტომების გამოვლენა შეიძლება იყოს გამრიყავი, თქვენ მარტო არ ხართ და არსებობს მკურნალობის ვარიანტები. მედიკამენტებს შეუძლია ხელი შეუწყოს თქვენს მკურნალობას და ასევე შეიძლება გამოკვლეული იქნეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთან ერთად. ნუ გადადებთ დახმარების თხოვნას, მიუხედავად იმისა, თუ რას განიცდით. თუ რაიმე სიმპტომი ან გამოცდილება ქმნის გამოწვევებს თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრისთვის, უმჯობესია მიმართოთ ადრე, ვიდრე გვიან, რათა მიიღოთ დახმარება და მხარდაჭერა. …სრულად ნახვა
კვების დარღვევა და ჯანსაღი სხეულის სურათი
ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ კვების დარღვევის განვითარების რისკი. ამ თემების ირგვლივ ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესასწავლი, მაგრამ საზოგადოების ზოგადი ხედვის გათვალისწინებით ფიზიკურ გარეგნობაზე და აქცენტზე იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი და იყოს „ფორმაში“, გასაკვირი არაა, რომ ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები შედეგად შშეიძლება განიცდიდნენ სტრესს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არცერთი ეს სიმპტომი, ან თუნდაც ამ სიმპტომების ნაკრები არ მიუთითებს დეპრესიის დიაგნოზზე. ბევრი ადამიანს აქვს გამოვლენილი ეს სიმპტომები ამა თუ იმ დროს. მთავარია, თვალყური ადევნოთ იმ სიმპტომებს, რომლებიც მუდმივია, გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ხელს უშლის ადამიანის უნარს იმოქმედოს ისე, როგორც ჩვეულებრივ მოქმედებდა სახლში, სამსახურში, სკოლაში ან საზოგადოებაში.
მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულია გარკვეული პროგრესი ინკლ უზიურობის მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჯერ კიდევ არ არიან ხშირად წარმოდგენილი მედიაში, რაც განამტკიცებს აზრს, რომ არსებობს „სწორი“ გზა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი, რაც საზიანოა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, როდესაც ბავშვები იზრდებიან. ბევრი რამ არის შესასწავლი კვების დარღვევის ეტიოლოგიასთან დაკავშირებით მათში, ვისაც ფიზიკური უნარშეზღუდულობა აქვთ, მაგრამ არსებობს საღი აზრი, რომ დაგეხმაროთ თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს საკუთარი თავის მიმართ პოზიტიური გრძნობის, სხეულის დადებითი იმიჯის და თავდაჯერებულობის განვითარებაში. მაგალითად, დაეხმარეთ ბავშვებს ისწავლონ, რომ თითოეული სხეული განსხვავებულად არის შექმნილი და შეიძლება განსხვავებულად იმუშაოს, რაც დამოკიდებულია ადამიანზე და რომ ეს განსხვავებები კარგია და დადებითად უნდა აღინიშნოს.
მომვლელებისთვის სასარგებლოა, თავი აარიდონ მათთვის ახლობელი ადამიანის ფიზიკურ გარეგნობისა და წონის შეფასებას ან განსჯას. იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ გადაყვანაში ან აწევაში, შეიძლება ჰქონდეთ სიცხვილის გრძნობა და დაღლილები იყვნენ იმის გაგონებით, თუ რა მძიმე წონა აქვთ. ამის მუდმივად მოსმენით შეიძლება გაუჩნდეთ აკვიატებული აზრები თავიანთ წონაზე. ასევე გამოიწვიოს ჭამის შესახებ არასწორი აზრები, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ინდივიდის მიერ საკვების შეზღუდვა და წონის არაჯანსაღი გზით დაკლება. …სრულად ნახვა
საკუთარი თავის სიყვარულისა და სხეულის მიმართ დადებითი აზრების გასაძლიერებლად:
უნდა:
- ესაუბროთ პროფესიონალ ფიზიოთერაპევტს აწევისა და გადაყვანის საუკეთესო ხერხის შესახებ, თუ როგორ უნდა განახორციელოთ აწევა და გადაადგილება საკუთარი თავის დაზიანებების გარეშე, ასევე საცხოვრებლის ან აღჭურვილობის შესახებ, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს ნივთების აწევაში, გადატანაში და აღებაში.
- განიხილოთ უსაფრთხო, გონივრული ვარჯიშების პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი აწევის შესაძლებლობები.
- ზრდის პროცესში მყოფი ბავშვებისთვის ხაზგასმით აღნიშნეთ ის მოქმედებები და დადებითი აქტივობები, რომლებსაც მათი სხეული აძლევს მათ.
- ივარჯიშოთ საკუთარი თავის სიყვარულში და იყოთ საკუთარი თავის სიყვარულის მოდელი გარშემომყოფი ადამიანებისთვის.
არ უნდა:
- იბუზღუნოთ ან გამოსცეთ ხმები აწევის დროს. ამან შეიძლება ვინმეს დარცხვენილად აგრძნობინოს თავი და ეგონოს, რომ განსჯით მას მისი წონის გამო, თუნდაც უნებურად მოგივიდეთ ეს.
- თქვათ შემდეგი სიტყვები, როგორიცაა „ოჰ, რა მძიმე ხდები!” ან მსგავსი ფრაზები.
- ილაპარაკოთ იმაზე, თუ რა ძნელი ხდება თქვენთვის რაიმეს აწევა ან ასაღებად დახრა, იმ ადამიანის თანდასწრებით, რომელზეც ზრუნავთ.
კონსულტაცია – რა უნდა გვახსოვდეს!
ფსიქოთერაპიის გავრცელებული სახეები:
- კოგნიტური ქცევითი თერაპია (ანუ CBT) – ის ყურადღებას ამახვილებს არაზუსტ აზრებსა და წარმოდგენებზე, რომლებიც ინდივიდს აქვს საკუთარი თავის ან მის გარშემო არსებული სამყაროს შესახებ. ის იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს ეს აზრები მის ქცევაზე და თერაპევტს შეუძლია დაგეხმაროთ, უფრო პოზიტიური აზრების და ჯანსაღი ქმედებებისა თუ ქცევების შემუშავებაში.
- ინტერპერსონალური თერაპია – ამ თერაპიის დროს ყურადღება გამახვილებულია ურთიერთობებზე და ემოციების გამოხატვისა და თქვენს ცხოვრებაში სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და ურთიერთკავშირის ჯანსაღ გზებზე.
სასარგებლო რჩევები პირველი სესიისთვის:
- აწარმოეთ დღიური სიმპტომებისა და ნებისმიერი დეტალის შესახებ, რაზეც ფიქრობთ, რომ ხშირად იწვევს სტრესს ან რთულ სიმპტომებს.
- მოამზადეთ ნებისმიერი შეკითხვა, რომლის განხილვაც გსურთ პირველ სესიაზე.
- ილაპარაკოთ იმაზე, თუ რა ძნელი ხდება თქვენთვის რაიმეს აწევა ან ასაღებად დახრა, იმ ადამიანის თანდასწრებით, რომელზეც ზრუნავთ.
სხვა ადამიანების ჩართვა თქვენს თერაპიაში:
- ზოგიერთი თერაპევტი სპეციალიზდება ქორწინების და ოჯახის სფეროში კონსულტაციების კუთხით. თუ ფიქრობთ, რომ სასარგებლო იქნება თქვენს კონსულტაციაში სხვების ჩართვა, გაითვალისწინეთ ეს, როდესაც მოძებნით თერაპევტს თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
გამკლავების ჯანსაღი სტრატეგიები
თუ ჩვენ ყოველწლიურად დავგეგმავთ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებას“, ისევე როგორც არტერიული წნევის და ქოლესტერინის შემოწმებას, ჩვენ შევძლებთ უკეთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს. შემდეგ, როდესაც ჩვენ პირისპირ ვდგებით ცხოვრების შემცვლელი დიაგნოზის პირისპირ, როგორიცაა SMA, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ხელმისაწვდომი რესურსები, რომლებსაც დავეყრდნობოდით.
ფსიქიკური ჯანმრთელობის კონსულტაცია
ბევრი ადამიანი ეძებს პროფესიონალ მრჩეველს ან ფსიქოლოგს, რომელსაც რეგულარულად შეხვდება ცხოვრების შემცვლელი ისეთი დიაგნოზის დასმის შემდეგ, როგორიცაა SMA. ეს შეხვედრები შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაში და დროის მსვლელობასთან ერთად პაციენტები ხშირად ამცირებენ სესიების სიხშირეს და თავს უკეთესად გრძნობენ თავიანთი ფსიქიკური ჯანმრთელობის სამართავად. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება გააერთიანოს კონსულტაცია ფსიქიატრის ან ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებთან. სხვები ასევე შეიძლება დაეყრდნონ თავიანთ სამედიცინო გუნდში არსებულ სოციალური მუშაკის მხარდაჭერას… თუ თქვენი განრიგი ან პასუხისმგებლობები გირთულებთ სახლიდან გასვლას, ასევე შეგიძლიათ ეძებოთ მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ვიდეოს ან ტელეფონის საშუალებით. მთავარია იპოვით თერაპევტი, რომელთან ღია საუბარი უსაფრთხოდ და კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს.
მას შემდეგ, რაც დაიწყებთ თერაპევტთან მუშაობას, ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ მოსალოდნელია გარკვეული ემოციური დისკომფორტის შეგრძნება. თუმცა, თქვენ არ უნდა იგრძნოთ თავი დაუცველად ან უარყოფილად ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე სპეციალისტის მხრიდან. და დროთა განმავლობაში, ემოციები, რომლებზეც მუშაობთ, უფრო მართვადი უნდა გახდეს და ასევე უნდა გაუმჯობესდეს თქვენი შეხედულება იმის შესახებ, რომ შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. …სრულად ნახვა
მხარდაჭერის ჯგუფები
მხარდაჭერის კიდევ ერთი წყარო შეგიძლიათ იპოვოთ პერსონალური და ონლაინ მხარდაჭერის ჯგუფების საშუალებით. უმჯობესია სცადოთ რამდენიმე ჯგუფი, სანამ არ იპოვით ერთს ან რამდენიმეს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. იმ ადამიანებს შორის ყოფნას, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვთ, შეიძლება ძლიერი საკურნებელი ეფექტი ჰქონდეს, როდესაც რთული პერიოდის წინაშე დგახართ. თუ ხართ რელიგიური ადამიანი, შეიძლება გსურდეთ, რომ რჩევისთვის მიმართოთ თქვენს სულიერ მოძღვარს საზოგადოებაში არსებულ პოტენციურ მხარდაჭერის ჯგუფებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.
როგორც ონლაინ, ასევე პერსონალური მხარდაჭერის ჯგუფებს შეუძლიათ:
- დაგეხმარონ გარიყულობის და მარტოობის გრძნობის შემცირებაში.
- მოგცენ სივრცე ღია და გულახდილი საუბრისთვის სხვა პირთა მხრიდან განსჯის გარეშე, ვისაც თქვენი გამოცდილება არ ესმით.
- დაგეხმარონ უფრო მეტად აკონტროლოთ თქვენი თავი იმის გაგებით, თუ რას უნდა ელოდეთ, რადგან სხვები გიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.
- დაგეხმარონ შფოთვის ან დეპრესიის გრძნობის შემცირებაში.


გონების სიმშვიდისა და რეალობაში ყოფნის ვარჯიში
სტრესის დიდი ნაწილი, რომელიც არსებობს, გამოწვეულია იმით, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში. უცნობის გამო შფოთვის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გზა არის გონების სიმშვიდეში მეცადინეობა. გონების სიმშვიდის ან მედიტაციის ვარჯიში ნიშნავს თქვენი გონების ვარჯიშს, რომ დაუბრუნდეს აწმყოს ნებისმიერ დროს, როდესაც ის ცდილობს გადაიჭრას მომავალში ან წარსულში. ეს ნიშნავს ყურადღების გამახვილებას იმაზე, თუ რას გრძნობთ და რას განიცდით მოცემულ მომენტში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი აზრები არასოდეს გადაერთვება წარსულის სინანულზე ან მომავალ საზრუნავზე, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, თქვენ მშვიდად მოახდენთ თქვენი აზრების კონცენტრირებას იმაზე, რაც არის აქ და ამჟამად.
გონების სიმშვიდის ვარჯიში შეიძლება დაგეხმაროთ შეამციროთ შფოთვა, უკეთესად დაიძინოთ, შეამციროთ სტრესის დონეები და გათავისუფლდეთ უარყოფითი აზრებისგან. გონების სიმშვიდე განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც რეგულარულად მიმართავთ მას. თუ გაინტერესებთ მეტის გაგება გონების სიმშვიდის უპირატესობების შესახებ, გაესაუბრეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალს თქვენს რეგიონში ან შეამოწმეთ ხელმისაწვდომი აპლიკაციები, როგორიცაა, Headspace რომელიც იძლევა მართვად მედიტაციებს დღისით გამოყენებისთვის ან ღამისთვის, ჩაძინების გასაადვილებლად ან Calm აპლიკაცია, რომელიც მოიცავს დამამშვიდებელ ვარჯიშებს, სუნთქვის ტექნიკას და ა.შ. …სრულად ნახვა
გამძლეობის მიღწევა
გამძლეობა არის ადამიანის უნარი ადაპტირდეს და „დაუბრუნდეს“ ცხოვრებას ტრავმული ან ცხოვრების შემცვლელი გამოწვევებისგან. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის თანახმად, არსებობს ოთხი ძირითადი ელემენტი, რომელიც ემსახურება ადამიანის გამძლეობის გაზრდას.
კავშირების შექმნა:
სხვებთან დაკავშირება და თქვენი გამოცდილების გაზიარება დაგეხმარებათ დაამყაროთ ისეთი ურთიერთობები, რომლებიც დაგეხმარებათ რთულ პერიოდში და რომ თავი მარტოდ არ იგრძნოთ.
ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა:
ეს ნიშნავს, რომ ფოკუსირება მოახდინოთ მშვიდ ძილზე, როდესაც შეგიძლიათ, ივარჯიშოთ ისე, რომ თქვენთვის სასარგებლო იყოს, კარგად იკვებოთ და იყოთ ჰიდრატირებული. ეს მარტივი აქტივობები დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი განწყობა და თავდაჯერებულობა სტრესის პერიოდების მართვისთვის.
ჯანსაღი აზროვნება:
ჩვენ ხაზი გავუსვით გონების სიმშვიდის და თქვენს აზრებში აწმყოში დარჩენის მნიშვნელობას. ამ სტრატეგიების პრაქტიკა გეხმარებათ დაძლიოთ გამოწვევები მათში ჩარჩენის გარეშე, იმავდროულად იყოთ რეალისტები და ორიენტირებული იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ და რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე.
გამოწვევებში აზრის დანახვა:
შეიძლება სასარგებლო იყოს რთულ გამოცდილებაში პირადი ზრდის შესაძლებლობის ძიება. იმ გზის პოვნა, რომ გქონდეთ მიზანი და გქონდეთ პირდაპირი, დადებითი გავლენა გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დგახართ, შეიძლება იყოს გამკლავების ინსტრუმენტი გამოწვევების დროს.

თქვენ მარტო არ ხართ!
ჩვენი მიზანია სკა-ს მქონე ყველა ადამიანმა და მათ ახლობელმა იგრძნოს ძალა იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც დიაგნოზს თან ახლავს. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ სახსრების მოზიდვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობებს, რომლები შეაძლოა დაეხმაროს სკა-ს მქონე პირებს და მათ ოჯახებს იპოვონ აზრი იმ გამოწვევებში, რომლებსაც აწყდებიან, სწორედ იმ საზოგადოების მხარდაჭერით რომლის ნაწილიც ისინი არიან.