არ მისცე დაავადებას უფლება გადაწყვიტოს შენი ცხოვრება.
დასახე მიზანი და აიხდინე ოცნება!
მოცემული ადამიანების ისტორიები გვაჩვენებს, რომ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, თუ გაქვს სურვილი და საკუთარი ძალების რწმენა. შენი ცხოვრება შენს ხელშია. დაე, მათმა მოგზაურობამ შთაგაგონოს შექმნა საკუთარი 👇

,,მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა არ შემიძლია, ჩემს გონებაში თავისუფალი ვარ”
“გამარჯობა, ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი – ფიზიკოსი, კოსმოლოგი და, რაღაც კუთხით, მეოცნებე. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა არ შემიძლია და კომპიუტერის დახმარებით ვლაპარაკობ, ჩემს გონებაში თავისუფალი ვარ. თავისუფალი ვარ, რომ გამოვიკვლიო სამყარო და დავსვა უდიდესი შეკითხვები” – ასე იწყებდა ის თავის დოკუმენტურ ფილმს “სამყაროში სტივენ ჰოკინგთან ერთად”.
გამოჩენილი ფიზიკოსის, თეორიტიკოსისა და მეცნიერის, სტივენ ჰოკინგის დიაგნოზი, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი იყო. მძიმე დაავადებას არ შეუშლია ხელი ჰოკინგისთვის, ორჯერ დაქორწინებულიყო, ჰყოლოდა შვილები და მიეღწია პროფესიული წარმატებისთის.
ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართულია დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ.
ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო ნაშრომებია: „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია, აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”. ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.


,,ყველაზე მეტად რაც მინდა, ეს მუშაობაა, მხოლოდ ამისთვის ვცხოვრობ რომ არ გავჩერდე”
ალექსა ახალგაზრდა ამერიკელი გოგონაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში. ალექსას მოგზაურობა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო, როდესაც მან დაიწყო გამოჩენა რეკლამებსა და სატელევიზიო შოუებში. მოგვიანებით მან დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი და მიიღო სამართლის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. ის მსახიობი, კომპოზიტორი და საჯარო გამომსვლელია.
16 თვის ასაკში სპინალური კუნთოვანი ატროფიის (ტიპი 2) დიაგნოზი დაუსვეს.
„ყველაზე მეტად რაც მინდა, ეს მუშაობაა, მხოლოდ ამისთვის ვცხოვრობ რომ არ გავჩერდე, ბევრ ადამიანს საერთოდ არ ანაღვლებს გამოიყენებს თუ არა მისი პოტენციალის მაქსიმუმს, თუმცა, მადლიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვისწავლო და ვიმუშაო“ – აღნიშნავს ალექსა.
შენ შეგიძლია მსოფლიოს კეთილდღეობასა და წინსვლაში საკუთარი წვლილის შეტანა
პაბლო ესპანელი ფიზიკოსი და პოლიტიკოსია. ის 46 წლისაა და მისი დიაგნოზია სპინალური კუნთოვანი ატროფია.
პაბლო ევროპარლამენტის წევრი იყო 2014-2015 წლებში, ხოლო 2019 წელს აირჩიეს დეპუტატთა კონგრესის წევრად, სადაც წარმოადგენს მემარცხენე პოლიტიკურ პარტიას „Podemos”. როგორც მეცნიერი, კი, ესპანეთის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრია.
პაბლო ნათელი მაგალითია იმისა, რომ სკა განაჩენი არ არის და ამ დიაგნოზის მატარებელ ადამიანებს შეუძლიათ როგორც ქვეყნის, ისე, მსოფლიოს კეთილდღეობასა და წინსვლაში თავიანთი წვლილის შეტანა.

იცოდი ამ ხალხის ცხოვრების შესახებ?
ეს არის ნამდვილი ისტორიები იმ ადამიანებზე, რომლებიც პირისპირ შეხვდნენ გამოწვევებს და თავიანთი დაბრკოლებები მიღწევებად აქციეს. გჯეროდეთ საკუთარი თავის. გჯეროდეს, რომ შეგიძლია გააკეთო ის, რისი გაკეთებაც გსურს 💪🏻 დაბლა კიდევ რამდენიმე საინტერესო ადამიანის შესახებ მოგიყვები 👀

მიზანდასახულობასა და შეუპოვრობას შეუძლია ნამდვილი, ხანგრძლივი ცვლილებების მოტანა
მარეკი პოლონელი პოლიტიკოსი, სოციალური აქტივისტი და ფსიქოთერაპევტი გახლდათ.
მას ბავშვობაში დაუდგინა სპინალური კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზი. პლურა იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დამცველი, ამაღლებდა ცნობიერებას მათი უფლებებისა და გამოწვევების შესახებ.
მიუხედავად მძიმე დაავადებისა ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, მარეკი ორი მოწვევის პარლამენტარი გახლდათ პოლონეთის პარლამენტში, ხოლო 2014-2019 წლებში იგი ევროპარლამენტის წევრი იყო.
მისი დაუღალავი ძალისხმევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად პოლონეთში და მთელ ევროპაში გვიჩვენებს, რომ მიზანდასახულობასა და შეუპოვრობას შეუძლია ნამდვილი, ხანგრძლივი ცვლილებების მოტანა.
ვნებას და ნიჭს შეუძლია გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება
შეა 25 წლის ცნობილი ამერიკელი მწერალი და სცენარისტია, ძირითადად მოღვაწეობს ფანტასტიკის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფანტაზიის ჟანრებში. მისი ყველაზე ცნობილი რომანია “This is not a love scene”.
მას 18 თვის ასაკში დაუსვეს დიაგნოზი – სპინალური კუნთოვანი ატროფია.
შეამ 12 წლის ასაკში გამოაქვეყნა მისი ერთ-ერთი პირველი წიგნი “Marvelous Mercer”, რომელმაც დიდი ყურადღება დაიმსახურა განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიაში.
მას შემდეგ დღემდე ცხოვრობს აქტიური ცხოვრებით და ძალიან ბევრი ადამიანის საყვარელი მწერალია. შეა შთაგონებაა სხვებისთვის, რომ ვნებას და ნიჭს შეუძლია გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება.


არც ერთი დაბრკოლება არაა გადაულახავი, როცა გაქვს ხედვა და ხარ მონდომებული
ვიქტორ პინედა, რომელიც ასევე ცხოვრობს სპინალური კუნთოვანი ატროფიით (ტიპი 2), არის მსოფლიოში აღიარებული შეზღუდული შესაძლებლობების უფლებების დამცველი, მეცნიერი და კინორეჟისორი.
ვიქტორმა დააარსა World Enabled და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შშმ პირთა საერთაშორისო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, მათ შორის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაში. მიუხედავად მისი გამოწვევებისა, ვიქტორის მუშაობამ შეცვალა ქალაქები და ორგანიზაციები მთელს მსოფლიოში, რათა გახდნენ უფრო ხელმისაწვდომები, რაც ამტკიცებს, რომ არც ერთი დაბრკოლება არ არის გადაულახავი, როცა გაქვს ხედვა და ხარ მონდომებული.
“Inclusion is not about just who’s in or who’s out. Inclusion is about understanding the diversity of all of our lifestyles and all of out preferences” – Dr. Victor Pineda Social Development Scholar and Disability Rights Advocate.
ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობებით არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლია იცხოვრო
შეინ ბურკოუ არის ავტორი, ბლოგერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი.
მისი დიაგნოზი სპინალური კუნთოვანი (ტიპი 2) ატროფიაა. მიუხედავად ფიზიკური გამოწვევებისა, შეინი იყენებს იუმორს და გამჭვირვალობას სხვების განათლებისა და შთაგონების მიზნით. თავისი წიგნების, ბლოგისა და YouTube-ის პოპულარული არხის “Squirmy and Grubs” მეშვეობით, შეინი გვიჩვენებს, რომ ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობებით არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლია სრულად იცხოვრო.
მისმა ადვოკატირებამ პოზიტიურობისა და მცდარი წარმოდგენების განადგურებისკენ, უამრავ ადამიანს უფლება მისცა ,,შეზღუდული შესაძლებლობები” ახლებურად დაენახა.
